კონფინდენციალობის პოლიტიკა
1. კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა
აღნიშნული კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა ვრცელდება „ ვებ-გვერდთან (www.lenamedesign.com) დაკავშირებული ინფორმაციის დაცვის საკითხებზე. ვებ-გვერდის ადმინისტრაციის მიზანია დაიცვას თქვენი პირადი ინფორმაცია. აქ მოყვანილი პირობების მიღებით თქვენ აშკარა თანხმობას გვაძლევთ, გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის წესების მიხედვით. ვებ-გვერდის ადმინისტრაციას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები და დამატებები აღნიშნულ წესებში ან მის ნებისმიერ ნაწილში მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მას შემდეგ რაც მომხმარებელი კვლავ გამოიყენებს ვებ-გვერდს, აღნიშნული მოქმედება ჩაითვლება ცვლილებებსა და დამატებებზე თანხმობად.
ინფორმაციის შეგროვება ხდება როდესაც თქვენ რეგისტრიდებით საიტზე (www.lenamedesign.com) . როდესაც თქვენ მოიხმართ საიტს, რეგისტრაციის გარეშე არ ხდება პირადი ინფორმაციის შეგროვება.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის მონაცემები კონკრეტული მომხარებლის იდენტიფიცირებისთვის. როდესაც მომხმარებელი ახორციელებს გარკვეულ აქტივობას ვებ-გვერდზე, მაგალითად (რეგისტრირდება, უკვეთავს პროდუქტს და ა.შ.) შეიძლება ვებ-გვერდის ადმინისიტრაციის მიერ მოთხოვნილ იქნეს პირადი ინფორმაცია. აკრძალულია აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება გარდა შემდეგი შემთხვევებისა: გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია რათა, მოვახდინოთ თქვენი უზრუნველყოფა პროდუქტებითა და მომსახურებით, განვავითაროთ ვებ-გვერდი, გავაუმჯობესოთ საქმიანობა, დავხვეწოთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებები; აღვმოფხვრათ ხარვეზები, ეფექტურად გადავწყვიტოთ დავა, დაგიკავშირდეთ თქვენ,აღვასრულოთ ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულება, დავიცვათ კანონმდებლობა.
ინფორმაცია რომლის საშუალებითაც არ ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება არის არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, შესაბამისად ვებ-გვერდის ადმნისტრაციას უფლება აქვს გააზიაროს ასეთი ინფორმაცია სხვა პირებთან და კომპანიებთან შეხედულებისამებრ.
თქვენ ვალდებული ხართ პირადი საიდნეტიფიკაციო მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში, დროულად შეცვალოთ ეს ინფრომაცია ვებ-გვერდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს იმ ზიანზე რომელიც თქვენ მოგადგებათ.
თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფოსტის და დაშიფრული პაროლის მეშვეობით. თქვენივე უსაფრთხოების მიზნით უნდა გაუფრთხილდეთ და არ გაავრცელოთ პაროლი.
ელექტრონული კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, ჩვენ ხშირად ვიღებთ დადასტურებას იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ ჩვენი წერილი და გაეცანით მას.
ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა წყაროებიდან, და ეს ინფორმაცია ჩავამატოთ თქვენ შესახებ ინფორმაციაში. მაგალითად, თუ თქვენ გამოიყენებთ Facebook-ით ავტორიზაციას, მაშინ ჩვენ შეიძლება ავტომატურად ავიღოთ Facebook-ის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცია თქვენ შესახებ.
აღნიშნული წესები ვრცელდება მხოლოდ “www.lenamedesign.com”-ს ვებ გვერდზე. როდესაც გადადიხართ სხვა ვებ გვერდზე “www.lenamedesign.com”-ს ვებ გვერდზე განთავსებული ბმულის საშუალებით, უნდა ისარგებლოთ შესამბამისი ვებ-გვერდის კონფიდენციალურობის წესებით.