WWW.LENAMEDESIGN.COM ახორციელებს მიწოდებას მსოფლიოს მასშტაბით , არამექსის , ჯორჯიან ექსპრესის (DHL ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) და საქართველოს ფოსტის საშუალებით .
საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება არის უფასო და ხორციელდება ჯორჯიან ექსპრესის (DHL ის ოფიციალური წამომადგენელი საქართველოში) საშუალებით .საქართველოს ტერიტორიაზე შეკვეთის მიწოდების ვადაა 1-2 სამუშაო დღე.
Შეკვეთები , როგორც წესი ,მუშავდება გადახდის მიღებიდან 1-3 სამუშაო დღის ვადაში.
WWW.LENAMEDESIGN.COM საერთაშორისო გზავნილებს ახორციელებს არამექსის , ჯორჯიან ექსპრესის (DHL ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) და საქართველოს ფოსტის საშუალებით .საშუალებით. გზავნილის ჩაბარების ვადაა 8-10 სამუშაო დღე. ნივთის გადამზიდისთვის ჩაბარების შემდეგ ჩვენ გამოგიგზავნით თრექინგის კოდს თქვენს მიერ საიტზე რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე , რისი საშუალებითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ამანათის ადგილმდებარეობა.
Ნივთები რომლებზეც მითითებულია “წინასწარი შეკვეთით” , მზადდება პირადად თქვენთვის და შეკვეთის დამზადება მოხდება 8-10 სამუშაო დღის ვადაში.
ფასდაკლებული და წინასწარ შეკვეთილი ნივთები არ ექვემდებარება დაბრუნებას / გაცვლას.
შეკვეთის საწყობიდან გასვლის შემდეგ , შეუძლებელია მისი გადამისამართება.
თუ თქვენ შეკვეთისას მიუთითეთ არასწორი მისამართი ან საკონტაქტო ინფორმაცია , ან თქვენს მიერ გამოწვეული სხვა რაიმე მიზეზით გადამზიდის მიერ არ მოხდა შეკვეთის ჩაბარება , შეკვეთის დაბრუნების შემდგომ თქვენ ჩამოგეჭრებათ მხოლოდ გადაზიდვის საფასური, ნივთის რეალური საფასური დაგიბრუნდებათ უკან .
WWW.LENAMEDESIGN.COM არ იღებს პასუხისმგებლობას დამატებით გადასახადებზე, მათ შორის დაბრუნების/ გადაზიდვის ხარჯებზე.
Შეკვეთის დაბრუნების , გაცვლის ან დაგვიანებასთან დაკავშირებულ პროცედურებთან დაკავშირებით , მოგვწერეთ მეილზე cc@lenamedesign.com და ჩვენ დაგეხმარებით.. WWW.LENAMEDESIGN.COM არ ახორციალებს მიტანას სასტუმროებში და არაზუსტ მისამართზე , ასევე შეუძლებელია ნივთისთვის საჩუქრის სტატუსის მინიჭება ინვოისში, რადგან აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და იმპორტის წესებს.
გზავნილზე ნებისმიერი გადასახადი უნდა გადაიხადოს მყიდველმა. იმისათვის, რომ დააზუსტოთ გადასახადების ოდენობა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ საბაჟო სამსახურს.